ჩემი პოზიცია იგივეა - უნდა წავიდეთ ოპოზიციურ ფორმატში, როცა შედგება, წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მისი განმარტებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციიდან იმ ადამიანების ლანძღვა ვინც დელეგაციის შემადგენლობაში იქნება, რადგან ეს მათი გადაწყვეტილებაა.
"ქართული ოცნების პოზიციის ცვლილების არ მჯერა. სხვა სიღრმეში აღარ წავალ, ჩემთვის უკრაინა გაცილებით მეტია.
კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციიდან იმ ადამიანების ლანძღვა ვინც დელეგაციის შემადგენლობაში იქნება. მათი გადაწყვეტილებაა.
ყველას ვთხოვდი, უკრაინასთან მიმართებაში შიდა დისკუსია წასვლაზე დასრულდეს. არც ბევრის მიერ მორალური წიაღიდან დამუნათებას მივესალმები.
უკრაინა გავიხსენოთ", წერს დეკანოიძე.