უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 197 ბავშვი დაიღუპა, 350-ზე მეტი დაიჭრა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა Telegram-ზე ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მასირებული დაბომბვის შედეგად უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში დაზიანდა 1 014 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 91 სრულად დაინგრა.
უწყების ცნობით, ბუჩაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ნახეს 4 და 10 წლის ბავშვების ცხედრები, რომლებსაც დაზიანებები აქვთ, ასევე, 17 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც დაწვეს.
კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა - ორი ბავშვი საავადმყოფოში გარდაცვალა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.