13-14 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისთან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ასევე ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ბეკთან და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან.