ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტი, პუტინისტური რეჟიმი, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, ზიანს აყენებს ყოველდღე ამ ჭაობიდან გასვლის ჩვენს შანსებს, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
ბოკერიას თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე "აკეთებს პუტინის საქმეს, რამდენადაც ეს შეუძლია, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით".
"იმ ფონზე, იმ მომენტში როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად ისტორიული მომენტია, საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტულ-პუტინისტური რეჟიმი, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად ზიანს აყენებს ჩვენს შანსებს ამ ჭაობიდან გამოსვლისა და ისტორიული შანსის გამოყენებისა, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც პუტინის საქმე აკეთებს რამდენადაც ეს შეუძლია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრით საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს. მათი სურვილით, გააზრებული თუ გაუაზრებელით, რომ დემოკრატიულ ფასადად იქცნენ რეჟიმისა, რომ მათი ინიციატივებით ამ რეჟიმის არსი შეალამაზონ. ამის მაგალითი იყო და არის რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად ეგრედწოდებული ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში, რომელიც იბომბება ბოროტების იმპერიის აგრესიის ქვეშ. ამ გუნდებს, პოლიტიკურ ჯგუფებს თითქოს აქვთ იგივი პოზიცია, რაც აქვს ევროპულ საქართველოს რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი, ეს მათი სიტყვებია. თუ ისინი ასე თვლიან და გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, აუხსნან საზოგადოებას რატომ თვლიან პუტინისტურ -კოლაბორაციონისტულ რეჟიმის დეკორაციად ყოფნას და მათთან, როგორც თვითონ ეძახიან თანამშრომლობას მნიშვნელოვან საკითხებზე საჭიროდ ჩვენი ქვეყნისთვის. თვლიან რომ ერთი ვიზიტით უკრაინაში არსებითად იცვლება „ქართული ოცნების“ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პოლიტიკა? ანუ ამაშია არსი?! ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მე ვციტირებ მათ შეფასებებს, რომ ეს არის პუტინისტური, კოლაბორაციონისტული რეჟიმი. უნდა გაგვცენ ამ მთავარ კითხვაზე პასუხი. თუ ეს ასეა და ასე თვლიან, რატომ გვამუნათებენ ჩვენ მათ შორის ევროპულ საქართველოს რომ თურმე მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ და არ არის საჭირო ექსტრემიზმი და რადიკალიზმი. თუ მათ შეიცვალეს პოზიცია და აღარ თვლიან არ რეჟიმს პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულად, მაშინ უნდა გვითხრან რა არგუმენტები აქვთ, რის საფუძველზე ჩათვალეს რომ ეს აღარ არის ასეთი რეჟიმი, იმიტომ რომ ორივე გზავნილი ერთდროულად ვერ გექნება. ეს შეუძლებელია, ან ერთია სიმართლე ან მეორე. აქ ეს ფუნდამენტური ინტერესი ჩვენი ქვეყნის, რომ მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაცია, მათი მხილება ბოლომდე ჩვენი პარტნიორების თვალში, რომ არიან პრობლემა და ამ რეჟიმის შეცვლა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ამ საპარლამენტო ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს ნაბიჯების შედეგად პირდაპირ ზიანდება ეს ყველაფერი. ასვეე ზიანდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მობილიზაციის საქმე, იმიტომ რომ ეს მინიმუმ დამაბნეველია საზოგადოების ნაწილისთვის, როცა ერთ დღეს პუტინისტს ეძახი ამ რეჟიმს და მეორე დღეს იძახი რომ თურმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვციტირებ „შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა, ინიციატივის გამოჩენა მათთან ერთად დელეგაციით ასეთ საკითხზე წასვლისა. ეს არის არსებითი წინააღმდეგობა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აზიანებს ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლის საქმეს, ამიტომ ჩვენ „ევროპული საქართველო“ ვთვლით მნიშვნელოვნად, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებს მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია. მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი განსხვავება ნაციონალური მოძრაობისგან, ლელოსგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, ამავე დროს მათ ჰქონდეთ წნეხი ჩვენი საზოგადოებისგან რათა ახსნან თავისი პოზიცია ან შეცვალონ თავისი პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმეში, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გასვლა ამ ჭაობიდან ქვია", - აცხადებს გიგა ბოკერია.