უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია რუსი სამხედრო, რომელმაც უკრაინაში ჩვილი გააუპატიურა. ამის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ილაპარაკა ოკუპანტების სიმხეცეებისა და შემაძრწუნებლი შემთხვევების შესახებ. სამხედრო, რომელმაც ჩვილზე იძალადა, ფსკოვიდან არის და მისი ვინაობა დადგენილია.
"დაფიქსირდა ასობით გაუპატიურების შემთხვევა, მათ შორის არასრუწლოვანი გოგონების და სულ პატარა ბავშვების, ასევე ჩვილის. ამის შესახებ საუბარი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს სიმართლეა, ეს მოხდა.
დადგენილია მისი ვინაობა, ის რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვია ფსკოვიდან. მედესანტე ან სპეცრაზმელი, რომელმაც თავის მეგობრებს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს როოგრ ექცევა ჩვილს და როგორ ტანჯავს მას.
ასეთია რუსი ჯარისკაცი, "ბავშვების დამცველი", აი, ასეთია სპეცოპერაცია, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა, აი, ასეთია "რუსული სამყაროსთვის“ ბრძოლის ისტორია. ასეთებთან იქნება ასოცირებული რუსეთის არმია, რუსი მედესანტეებთან ფსოკივიდან", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის აინტერსებს რა რეაქცია ექნება მედესანტის ქმედებაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრს და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების იდეის ავტორებს.
"ხომ არ სურს თავდაცვის მინისტრს სახლში მიიწვიოს ასეთი ფსკოველი მედესანტეები თავისი შვილების დასაცავად, თავის სახლში, თავისი შვილებისა და შვილიშვილების დასაცავად. ხომ არ სურს ეს? დარწმუნებული ვარ, შეეშინდება", - დასძინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.