საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღება არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი საქართველოსთვის.
ზურაბიშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ეს დღე ასე სწრაფად არ დადგებოდა.
ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკომისას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ კიდე უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიოროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე, როცა ვიყავი ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში, დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა.