ფრანგი ჟანდარმები უკრაინაში ჩავიდნენ, რათა დაეხმარონ ომის დანაშაულების გამოძიებას - ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩი Twitter-ზე წერს.
"სიამაყით მივესალმებით ლვოვში ტექნიკური და სამეცნიერო ჟანდარმების რაზმს, რომლებიც ჩამოვიდნენ თანამებრძოლების დასახმარებლად, სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში. საფრანგეთი პირველია, ვინც ამგვარ დახმარებას უწევს. ხვალიდან საქმეს შეუდგებიან", - წერს ელჩი.