ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი.
Ipsos-ის ოფიციალური ეგზიტპოლის მიხედვით, მაკრონმა ხმების 28,1% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ ლე პენმა კი 23,3%.
ფრანგი ამომრჩევლები საბოლოო გადაწყვეტილებას 24 აპრილს, მეორე ტურში მიიღებენ. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა კიდევ ერთი, 5-წლიანი ვადით თანამდებობას მოქმედი პრეზიდენტი მაკრონი.
შეგახსენებთ, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მაკრონმა ხმების 24% მიიღო, ლე პენმა - 21.3%.