გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში. ჩვენ არ ვცნობთ 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს. ჩვენ ამ „არჩევნებს“, ისევე როგორც მის შედეგებს და ყველა სხვა გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებების მხრიდან, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მივიჩნევთ უკანონოდ", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.