უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის გაჩერება მხოლოდ პუტინს შეუძლია, ამიტომ მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის გარდა უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
"დღეს უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსეთში სხვას არავის შეუძლია ომის გაჩერება. მხოლოდ ის ერთი [პუტინი] წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სიმხეცეების შემდეგ რუსეთისა და რუსი სამხედროების მიმართ სიძულვილს განიცდის.
"დიახ, სიძულვილს ვგრძნობ რუსეთის მიმართ, რუსი ჯარისკაცების მიმართ როცა ამ სურათებს ვხედავ. მოკლული ბავშვები ფეხების გარეშე, ხელების გარეშე. საშინელებაა", - ამბობს ზელენსკი.