„მე ვთვლი, რომ ეს დღე არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვების დღე, ამ დღემ გარდატეხა შეიტანა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ბოროტების იმპერიის ნგრევაში და ჩვენი თავისუფლების დაბრუნების საქმეში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ 9 აპრილის მემორიალთან.
„დღეს არის ერთის მხრივ ტრაგიკული დღე, ხსოვნის დღე იმ ხალხის ვინც ამ დღეს ჩვენი მტრის ხელს შეეწირა, მე ვთვლი, რომ ეს დღე არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვების დღე, ამ დღემ გარდატეხა შეიტანა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ბოროტების იმპერიის ნგრევაში და ჩვენი თავისუფლების დაბრუნების საქმეში, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ის სასტიკი და ამაზრზენი ბოროტება, რომელსაც აქ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირენ დღეს კვლავ საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ეს იგივე ბოროტებაა, ვინც დღეს უკრაინაში სჩადის იგივე ამაზრზენ დანაშაულებებს, ამიტომ ჩვენი ვალია 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების და მრავალი თაობის ხსოვნის გამო დავიცვათ დღეს ჩვენი თავისუფლება, რომელიც საფრთხეშია და ის ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა ბოლომდე უნდა წელში გადატყდეს.“ - გიგა ბოკერია