"ტრაგედიამ, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, ჩვენი ვალია ბოლომდე მივყვეთ ამ საკითხს, დაისაჯოს ყველა ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, ამისგან დისტანცირების სურვილი შეიძლება ქონდეს ყოვლად ამორალურ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე მთავრობას", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
"ეს არის გაგრძელება კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში, რომელიც ივანიშვილი და მისი გარემოცვა არის ჩავარდნილი და სამწუხაროდ ირიბად ჩვენც გვაგდებს, რადგან ისინი წარმოგვადგენენ ჩვენ, როგორც ქვეყანას საერთაშორისო სარბიელზე, ეს მხოლოდ უკრაინის ამბავი კი არ არის, ჩვენი თავისუფლების საკითხიც არის და ეს სამარცხვინო პოზიცია, რომელიც ყველაფერში გამოავლინეს, ყველა საჯაროდ დაფიქსირებულ განცხადებაში, ეს ბოლო სირცხვილი, რომ ტრაგედიამ, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, ჩვენი ვალია ბოლომდე მივყვეთ ამ საკითხს, დაისაჯოს ყველა ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, ამისგან დისტანცირების სურვილი შეიძლება ქონდეს ყოვლად ამორალურ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე მთავრობას", - აღნიშნა ბოკერიამ.