კიევის ოლქში, ბუჩის რაიონის მაკარივის დასახლებაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 132 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დასახლების გამგებელმა ვადიმ ტოკარმა განაცხადა, რომ დასახლების 40 პროცენტი განადგურებულია.
"გუშინდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ 132 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ. ისინი რუსმა ორკებმა დახვრიტეს", - განაცხადა უკრაინულ მედიასთან ვადიმ ტოკარმა.
ამასთან, ტოკარის თქმით, დანგრეული სახლების უმტესობა აღდგენას აღარ ექვემდებარება. მისივე თქმით, მოკლულებს მასობრივ საფლავებში პოულობდნენ. ასევე იყო ცხედრების ცალკეული აღმოჩენებიც. ტოკარმა აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტების შეჭრამდე სოფელში 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თავდაცვის აქტიურ ფაზაში გადასვლის დროს კი ათასზე ნაკლები დარჩა.