კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. ის შეშფოთებას გამოთქვამს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის გამო და აცხადებს, რომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება.
"შემაძრწუნებელია რუსეთი მიერ, ერთ-ერთ მთავარ სარკინიგზო სადგურზე საევაკუაციოდ გამზადებული მოქალაქეების წინააღმდეგ შეტევის მიტანა. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას. ეს ყველაფერი გზაშია. ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი უკვე დამტკიცებულია" - წერს შარლ მიშელი.
კრამატორსკში, ოკუპანტების განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 50-მდე გაიზარდა.