ევროკავშირმა რუსი და ბელარუსი ოლიგარქების 30 მლრდ-მდე ევროს მოცულობის აქტივები გაყინა.
ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის განცხადებით, გაყინულ აქტივებს შორისაა იახტები, ვერტმფრენები, უძრავი ქონება და ხელოვნების ნიმუშები.
სამუშაო ჯგუფის განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ შეჩერებულია 196 მლრდ ევროს მოცულობის ტრანზაქციები.
"რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სიმხეცეების ფონზე, მნიშვნელოვანია გავალიეროთ ვეროკავშირში თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან და უკრაინასთან, გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა, შეწყდეს კრემლის ომის მანქანის დაფინანსება", - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.