აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა უკრაინას 60 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდა. იუწყება Reuters.
უკრაინამ ასევე მიიღო 25 ათასამდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აშშ-სა და მოკავშირეებისაგან, რაც კიევს დაეხმარა არ დაეშვა რუსეთის უპირატესობა ჰაერში, რომელიც დაეხმარებოდა სახმელეთო შეჭრას.
მილის თქმით, უკრაინას ესაჭიროება ჯავშანტექნიკა და არტილერია საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ეტაპისთვის. ვინაიდან ამერიკულ სისტემების გამოყენებისთვის საჭიროა ხანგრძლივი სწავლება, ძალისხმევა მიმართულია მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან ისეთი სისტემების მოძიებაზე, რომლებიც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ მინიმალური მომზადების შემდეგ.
"ჩვენ ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად განვიხილავთ მათ ჯავშანტენიკითა და არტილერიით მომარაგებას. ბრძოლები სამხრეთ-აღმოსვლეთით განსხვავდება ჩრდილოეთის ბრძოლებისაგან ის უფრო ღიაა და ჯავშანტექნიკის, მექანიზირებული ოპერაციებისა და ორივე მხრიდან შეტევითი მოქმედებების შესაბამისია", - განაცხადა მარკ მილიმ.