ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ომი შესაძლოა გაგრძელდეს კვირები, თვეები და შესაძლოა, წლებიც.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს აიძულებენ გადაიხადოს მაღალი ფასი ამ დროის შესამცირებლად.
მისივე თქმით, თუ ომი მაინც გაჭიანურდება, მთელი სიმძიმე უკრაინელებს დააწვებათ, რომლებიც „კიდევ უფრო დაიტანჯებიან, ნახავენ უფრ მეტ სიკვდილს და ნგრევას“.
„უდავოა, რომ ვიდრე ომი გრძელდება, უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის რისკი იქნება და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ნატო - ამ ესკალაციის აღმოფხვრაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამასთან აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინას დახმარებას აღმოუჩენს კიბერთავდასხმისგან დაცვაში, ასევე გადასცემს დაცვის საშუალებას რუსეთის მხრიდან ქმიური ან ბიოლოგიური შეტევის შემთხვევაში.