უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ ეტაპზე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას არ აპირებს.
მისი თქმით, ნატო, როგორც ინსტიტუცია მოუწოდებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, თუ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას. ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი ზოგიერთი მოკავშირის მხრიდან იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით, მაგამ არ მაქვს ოპტიმიზმი, რომ ნატო უკრაინას მიაწვდის საჭირო იარაღს უახლოეს მომავალში", - განაცხადა კულებამ.
მისი განმარტებით, არსებული მოცემულობა, შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე ასე არ არის.
"ნატო ახლა არის პლატფორმა, სადაც ამ საკითხებს განიხილავენ. მე ეს საკითხი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არ წამომიჭრია, რადგან ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ვინ არიან მოკავშირეები, რომლებიც შეიძლება, ჩვენი უსაფრთხოების გარანტები გახდნენ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია", - განაცხადა კულებამ.