უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 18 600-ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 684 ;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 861 ;
საარტილერიო სისტემა - 332;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 107;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 55;
თვითმფრინავი - 150;
ვერტმფრენი - 135;
საავტომობილო ტექნიკა - 1 324 ;
გემი/კატერი - 7;
საწვავმზიდი - 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 96;
სპეციალური ტექნიკა - 25;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.