35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში ჰოსტომელში 400-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ადგილობრივი თვითმხილველების თქმით, მათი ნაწილი მოკლულია, ნაწილის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
ინფორმაციას უკრაინული მედია ჰოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტარას დუმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენთვის ცნობილია ადმიანების შესახებ, რომ ისინი მოკლულები არიან, არსებობს მტიცებულებები, ფოტო და ვიდეომასალა, მაგრამ მათ პოვნას ამ დრომდე ვერ ვახერხებთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეგვატყობინეს ეს ინფორმაცია, ახლა კი მათ ვერ ვპოულობთ. ინფორმაციის წყარომ გადარჩენა შეძლო", - განაცხადა დუმენკომ.
მისი თქმით, რუსებმა თავიანთი სიმხეცის კვალი წაშალეს. დუმენკო ამბობს, რომ ჰოსტომელის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ხვდებოდათ დაცხრილული ავტომობილები ცხედრებით, მათ შორის ბავშვების, მაგრამ უკან დაბრუნებისას ეს ცხედრები აღარ იყო.