საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს.
"საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან", - ნათქვამია განცხადებაში.