რუსებმა სრულად არ შეაფასეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ამან გამოიწვია ყოვლისმომცველი და ძლიერი პასუხი ნატო-ს ალიანსისგან.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მომავალშიც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.
„ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში ახდენდნენ უკრაინელი სამხედროების აღჭურვას. ამ მხარდაჭერის ეფექტს ყოველდღიურად ვხედავთ ბრძოლის ველზე, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ჯარისკაცების გამბედაობაა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათმა დახმარებამ და ნატო-ს მოკავშირეებისგან მიღებულმა აღჭურვილობამ მათ საშუალება მისცა მეტი წინააღმდეგობა გაეწიათ. რუსებმა სრულად არ შეაფასეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. ნატო-ს მოკავშირეები შემდგომშიც დაუჭერენ მხარს უკრაინას, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია ის, რასაც ვხედავთ, რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს ევროპაში სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.