უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, კულება წერს, რომ მოუთმენლად ელის ქართველ კოლეგასთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად.
"მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - წერს დმიტრო კულება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად 4 აპრილს დაინიშნა.