ჟიტომირის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია. ინფორმაციას ჟიტომირის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო აცხადებს.
"მტერი მოგერიებულია. დღეს ჩვენს რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები აღარ არიან. მათ ჩრდილოეთ რაიონები დატოვეს, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას", - აღნიშნავს ბუნეჩკო
ჟიტომირის ოლქი უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და კიევის ოლქს ესაზღვრება. ომის დაწყებიდან ეს რეგიონი უკრაინის დედაქალაქში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის საკვანძო დერეფანს წარმოადგენდა.
ჟიტომირის ოლქი მტრის მასირებული დაბომბვების ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობა-ნაგებობები.