აშშ-მ ტერორთან ბრძოლის წინააღმდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნაცონალურ კონტრტერორისტულ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ჩვენი მიზნების განხორციელებაში: გავანადგუროთ, დავშალოთ და ლიკვიდაცია მოვახდინოთ "ალ-ქაიდა" და მსოფლიოს სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები" - განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა.
მან აღნიშნა, რომ ეს ამოცანა მუდმივად უნდა იყოს პრიორიტეულ ამოცანებს შორის, რადგან მისი შესრულებაზე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
"ეს ამერიკელების მთავარი საფრთხეა და სწორედ მისი არსებობის გამო შეიქმნა ეს ცენტრი. ჩვენი ძალისმხევა უნდა შევაჩეროთ იმაზე, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და გავიმარჯოთ ექსტრემისტებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ" - განაცხად ობამამ.
მისი თქმით, აშშ და მის პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს რათა დაამარცხონ "ალ-ქაიდა" სადაც არ უნდა იყოს ის და საიდანაც არ უნდა იღებდეს სათავეს.
ამავე დროს, ობამამ აღნიშნა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებზე გასამარჯვებლად საკმარისი არ არს მხოლოდ ქსელის განადგურება.
"ეს ასევე უკავშირდება მომავალს, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ. აი რატომ მივისწრაფვით ვიპოვოთ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მსოფლიოში ამერიკის ლიდერობისადმი" - განაცხადა ობამამ.
ობამას თქმით, ამერიკისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევის შედეგად ტერორისტების მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად შესუსტდა და უფრო მეტიც, ეს მხარდაჭერა ახლა აშშ-ს და მის მოკავშირეებს აქვთ.
"რა თქმა უნდა არავის შეუძლია "ალ-ქაიდას" საუკეთესო დისკრედიტირება ისე, ვიდრე თავად "ალ-ქაიდას", რომელიც დაკავშირებულია კაცების, ქალების, ბავშვების, სხვადასხვა აღმსარებლობისა და ერების წარმომადგენელთა დაღუპვასთან" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან სერიოზულ მტერთან აქვს საქმე, რომელსაც გააჩნია საკმარისი რესურსები.
აშშ-ს ნაციონალური კონტრტერორისტული ცენტრი 2003 წელს ჯორჯ ბუშის ბრძანებით შეიქმნა. ის საუწყებათაშორისო ორგანიზაციის ხასიათს ატარებს და პასუხისმგებელია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ტერირისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაზე.