აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სუმის ქიმიურ საწარმოში ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია. იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
უწყების განცხადებით, მიმდინარეობს ამიაკის ღრუბლის დალექვის სამუშაოები. მათივე ცნობით დაშავებულია საწარმოეს ერთი თანამშრომელი.
სუმში არსებული ქიმიური საწარმო "სუმიხიმპრომ"-ის ტერიტორია საოკუპაციო ძალებმა შუაღამით დაცხრილეს, რის შედეგადაც რეზერვუარიდან ამიაკმა გაჟონა.
ამიაკის გაჟონვის შესახებ, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა, თუმცა გაჟონვის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
სუმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ის ოკუპანტების ალყაშია.