პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის საკუთარებაში არსებული წყნეთის აგარაკის გაყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა.
თბილისის საგადასახადო ინსპექციაში აღნიშნულთან დაკავშირებით არც ერთი განაცხადი არ შესულა.
აუქციონი ორი კვირით გადაიდო. 14 დღეში ბურჯანაძის 1-ლარად შეძენილი ქონებაზე განმეორებითი აუქციონი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ აუქციონზე წყნეთის აგარაკის საწყისი ფასი 11 494 249 ლარი იყო, განმეორებით აუქციონზე კი მისი ღირებულება 1 მლნ ლარამდე შემცირდება. თუ ბურჯანაძის საკუთრებაში არსებულ აღნიშნულ ქონებას მყიდველი არც ორ კვირაში გამოუჩნდება, შენობა სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
ბურჯანაძეს ერთ ლარად შეძენილ ქონებაზე მოგების გადასახადის 1,25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. თანხის გადაუხდელობის შემდეგ, 24 აგვისტოს ქონებას ყადაღა დაედო, 27 აგვისტოს კი ფინანსთა სამინისტრომ მისი გაყიდვის ნებართვა მიიღო.