მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფანჯრის თამაშების შემდეგ ფიბა-ს სანაკრებო რეიტინგი განახლდა, რომელშიც წარმატებული ასპარეზობის გათვალისწინებით სრულიად დამსახურებულად დაწინაურდა საქართველოს ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ თებერვლის მიწურულს 2-ჯერ მოუგო ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრებს და მსოფლიოს პირველობის მე-2 ჯგუფური რაუნდის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. საქართველომ თბილისში 91:70 იმარჯვა, სკოპიეში კი – 79:65.
შედეგად, ქართველი კალათბურთელებს 16.8 ქულა დაემატათ, რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდნენ (საუკეთესო შედეგი მოწინავე ორმოცეულში) და 301.5 ქულით მსოფლიოში 36-ე ადგილზე იმყოფებიან, კონკრეტულად ევროპაში კი, მე-18 ადგილზე დამკვიდრდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან საუკეთესო შედეგი ესპანეთს აქვს, რომელიც კლასიფიკაციაში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, უკრაინა 32-ეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია – 53-ე.
შეგახსენებთ, რომ ზუროსის გუნდს მიმდინარე ტურნირში მხოლოდ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 1 ივლისს – უკრაინაში და 4 ივლისს – თბილისში, ესპანეთთან. სწორედ ამის მერე გაირკვევა, ქართველ კალათბურთელებს მე-2 ჯგუფურ ეტაპზე რამდენი გამარჯვება გადაჰყვებათ.