რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟივიცკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაბომბეს საცხოვრებელი კვარტლები. არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვებიც. ასევე მსხვერპლია უკრაინელ სამხედროებს შორის. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ჟივიცკის ინფორმაციითვე, მტრის ავიაციამ დაბომბა ახტირკის საცხოვრებელი უბნები და სოფელი ბიტიცა.