უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს, 7 მარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
"რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები. მესამე რაუნდი. დასაწყისი კიევის დროით 16:00 საათზე [თბილისის დროით 18:00 საათი]. დელეგაცია უცვლელია", - წერს პოდოლიაკი.
3 მარტს მოლაპარაკებების მეორე რუინდზე მხარეებმა "მიაღწიეს ურთიერთგაგებას" ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით.
თუმცა ოკუპანტმა არაერთხელ დაარღვია "დუმილის რეჟიმი" და მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხა. ამასთან, დღეს განაცხადა, რომ ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მყოფი ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, ბელარუსსა და რუსეთის ფედერაცაში გაიყვანდნენ და ჰუმანიტარული დერეფნების თავისი მარშრუტები დაასახელა, რასაც უკრაინამ ამორალური შეთავაზება უწოდა.
დღეს, ასევე გახდა ცნობილი, რომ თურქეთის ქალაქი ანტალია, 10 მარტს, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს.