უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეხვდებიან. იტყობინება თურქული მედია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისთრ მევლუთ ჩავუშოღლუზე დაყრდნობით.
ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ანკარამ დიდი ძალისხმევა გასწია ორ მხარეს შორის შეხვედრის ორგანიზებისთვის.
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება ხუთშაბათს, 10 მარტს ანკარაში შეხვდებიან", - განაცხადა ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ შეხვედრა, რომელიც ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართება, სამმხრივი იქნება.
ჩავუშოღლუს განცხადებით, კულება და ლავროვი შეხვედრას უკვე დათანხმდნენ.
კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც მან რუსეთის ლიდერს განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ამავდროულად, ერდოღანმა პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.