ოდესასთან რუსი ოკუპანტების ხომალდი გამოჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ოდესის სანაპიროსთან იმყოფება სადაზვერვო და არა სადესანტო ან სარაკეტო ხომალდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აკვირდებიან მის გადაადგილებას და მზად არიან დარტმები მაიყენონ. თვითმხილველებმა ურაინულ მედიას უთხრეს, რომ ოდესასთან რამდენიმე ხომალდი შენიშნეს.
ბრიტანული ტელეარხი Sky News-ის ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ვარაუდები, რომ რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, ცეცხლი გახსნეს ოდესის აეროპორტის მიმართულებით.
Sky News-ის ინფორმაციით, რომ ელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ანა მალიარს ეყრდნობა, ხელისუფლება იკვლევს ინფორმაციას ქალაქის აეროპორტზე რუსული სარაკეტო ან საარტილერიო თავდასხმის შესახებ.
ოდესა სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქია.