ახალი აფხაზურ პასპორტის მოქალაქეობის გრაფაში "რუსეთი" ჩაიწერება.
სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას თქმით, რუსეთთან აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მისივე თქმით, პასპორტები მალე დაიბეჭდება.
"ფსოუზე საზღვრის გარაკვეთას მხოლოდ აფხაზური, ან რუსული პასპორტების მქონე პირები შეძლებენ. ჯერჯერობით შეზღუდვა ვრცელდება დღევანდელი აფხაზური პასპორტების მფლობელებზე, რადგან ეს დოკუმენტი საზღვრის გადაკვეთისთვის უვარგისია", - აცხადებს შამბა.