თურქეთს არ დაუხურავს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო გემებისთვის. იტყობინება თურქული გამოცემა Daily Sabah-ი .
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ საკითხში გარკვეულმა თურქმა ოფიციალურმა პირმა გერმანულ სააგენტო DPA-ს განუცხადა.
როგორც იუწყებიან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს არ უთქვამს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომ ანკარამ დახურა ან დახურავს სრუტეებს რუსული სახმედრო გემებისთვის.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას, განაცხადა, რომ "შავ ზღვაში რუსული გემების გასვლის აკრძალვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ამას უკრაინელი ხალხი არასდროს დაივიწყდებს".
თურქეთის ოფიციალური პირის თქმით, ანკარას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით და პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება "მხოლოდ მის მოლოდინს ასახავს".
ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მუშაობს. ერდოღანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში სრუტეები ნახსენები არ არის.
1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთი აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო გემებმა შეიძლება მშვიდობის დროს თავისუფლად გაიარონ სრუტე, საბრძოლო ხომალდებს გარკვეული შეზღუდვები ემუქრებათ.
კონვენციის თანახმად, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დახურვის შემთხვევაშიც კი, რუსეთს ვერ აუკრძალავენ იმ ხომალდების გატარებას, რომლებიც შავ ზღვაში არიან ბაზირებულნი, რადგან უფლება აქვთ ბაზაზე დასაბრუნებლად სრუტე გამოიყენონ.
თუმცა, განსხვავებული ვითარება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი მიიჩნევს, რომ "რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში" ომია. ასეთ შემთხვევაში, თურქეთს სრუტის დახურვის უფლებამოსილებას მონტრეს კონვენცია ანიჭებს.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ინტერნვენციის შემდეგ, კიევმა სთხოვა ანკარას, დაებლოკა რუსული გემების მოძრაობა ბოსფორისა და დარდანელის გავლით, ასევე დაეკეტა თურქეთის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.