UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვალდ პარიზში ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მიიღეს.
ტურნირის ფინალური მატჩი პარიზის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 2022 წლის 28 მაისს გაიმართება. ასევე უეფას გადაწყვეტილებით, რუსულმა და უკრიანულმა კლუბებმა, ასევე ნაკრებების გუნდებმა, რომლებიც ევროპის ტურნირებში მონაწილეობენ, საშინაო მატჩები ნეიტრალურ მოედნებზე უნდა გამართონ.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.