რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გადაიდო, – ამის შესახებ რაგბი ევროპამ განაცხადა.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.
რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.
საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს დაუყოვნებლივ.