პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა მე-9 ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია საქართველოსთვის.
კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა პეკინში, ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში (სპორტული წყვილები) იასპარეზა და მსაჯებისგან 126.33 ქულა დაიმსახურა.
ორივე პროგრამის ჯამში კი 192.44 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა.
რამდენიმე დღით ადრე კაცთა ერთეულებში გამოსვლა მეათე შედეგით დაასრულა მორის ყვითელაშვილმა, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ. აქამდე ერთეულთა თანრიგში საუკეთესო ოლიმპიური შედეგი 2006 წელს, ტურინის თამაშებზე გვქონდა. მაშინ ელენე გედევანიშვილმა ქალთა შეჯიბრებაში ასევე მეათე ადგილი დაიკავა.