საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მე-11 ადგილი დაიკავა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად სპორტსმენმა 200.98 ქულა დააგროვა. გამარჯვება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ანა შერბაკოვამ მოიპოვა (255.95 ქულა), ვერცხლის მედალს ასევე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ალექსანდრა ტრუსოვა დაეუფლა, ხოლო ბრიჯაოს მედალი იაპონელ კაორი საკამატოს ერგო.
ხვალ ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამას ლუკა ბერულავა და კარინა საფინა შეასრულებენ.