ბორჯღალოსნებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი დაგეგმილი ბონუსით მოიგეს. მათ ამსტერდამში ნიდერლანდებს 12 ლელო გაუტანეს და 72:10 სძლიეს.
ყველაზე მეტი - 3 ლელო ოთარ გიორგაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მან ბორჯღალოსნების კვართით ლელოს გატანა პირველად მოახერხა; აკა ტაბუცაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და გიორგი ჭყოიძემ დუბლი გაახერხეს; ლუკა ჯაფარიძემ, თორნიკე ჯალაღონიამ და მირიან მოდებაძემ კი თითო ლელო მიითვალეს. თედო აბჟანდაძემ 6 გარდასახვა გამოიყენა.
ბორჯღალოსნები ამსტერდამიდან 5 საცხრილო ქულით ბრუნდებიან და მომდევნო თამაშს 27 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავენ.