ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 3 წელი გავიდა."ნოვაია გაზეტას" მიმომხილველი 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარ სახლის სადარბაზოსთან მოკლეს.
გამოძიება მისი მკვლელობის ძირითადი ვერსია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა.
პოლიტკოვსკაიას განსაკუთრებული პოპულარობა ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ-კავკასიაში შემნილ ვითარებაზე მისმა პუბლიკაციებმა მოუტანა.
გამოძიება დანაშაულში მთავარ ეჭვმიტანილად რუსტამ მახმუდოვს მიიჩნევს, რომელზეც ძებნა დღესაც გრძელდება. საქმეში ასევე ფიგურირებენ დაუდგენელი პირები.
პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების სამი წლის თავზე რიგ მედია-საშუალებებში გამოჩნდა პუბკიკაციები იმის შესახებ, რომ დანაშაულში, სავარაუდოდ, მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ოლეგ შოშინი და ბიზნესმენი ჩერნოვე ოღლი ოლგა ჩართულნი, რომლებიც მჭიდრო კავშირში იმყოფებიან ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან დიმიტრი პალუჩენკოსთან და აზერბაიჯანისა და დაღესტნის ოთხ მოქალაქესთან სეიმურ ისაზადესთან, მურად აბდულაზიზოვთან, ხიზრი ალიევთან და ასლანბეგ ბიზაევთან