დიდ ბრიტანეთში წლის მთავარი ბრიტანული მუსიკალური პრემიის Brit Award-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
წლევანდელი ღონისძიების ტრიუმფატორი ბრიტანელი შემსრულებელი ადელი გახდა. მან ერთდროულად სამ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა - წლის საუკეთესო შემსრულებლის, წლის საუკეთესო სიმღერისა (Easy On Me) და წლის საუკეთესო ალბომის (30).
ადელის მუსიკალური ნაკრები "30" გასული წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა. გამოსვლიდან მხოლოდ 6 კვირაში ალბომის 600 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
ადელის გარდა, წლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ედ შირანი, რეპერი დეივი, რეპერი ლიტლ სიმზი და სემ ფენდერი.
საუკეთესო ახალბედა ბრიტანელ რეპერად ლიტლ სიმზი (Little Simz) დასახელდა, საუკეთესო ჯგუფი კი Wolf Alice-ი გახდა. წლის პოპ-არტისტის ნომინაციაში დუა ლიპამ, ედ შირანმა კი წლის სიმღერების ავტორის ნომინაციაში გაიმარჯვა.
საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლად ბილი აილიში დასახელდა. წლის საუკეთესო საერთაშორისო სიმღერის ნომინაციაში ოლივია როდრიგოს Good 4 U-მ გაიმარჯვა.
დაჯილდოების ცერემონიალი 8 თებერვალს ლონდონის არენაზე O2 გაიმართა. Brit Awards-ი 1977 წლიდან იმართება და წლის ერთ-ერთ მთავარ პრესტიჟულ მუსიკალურ ჯილდოდ ითვლება.