რაგბი ევროპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიას უმასპინძლა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში ფრედ 25:25 დასრულდა.
"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდებში ჩაატარებენ.