ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაში პირველად პარიზის გრანდ სლემიც მოიგო.
️ლეგენდარული სპორტსმენის მეტოქე ფინალურ დაპირისპირებაში იაპონელი სიოჩი ჰაშიმოტო იყო. ქართველმა მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილი პარიზულ ტურნირზე რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
ფინალამდე საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილმა მასპინძელი ფრანგი დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯაბა პაპინაშვილმა კი აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
პარიზის გრანდ სლემზე ასპარეზობას ხვალ ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი გააგრძელებენ.
ფოტო: არქივი