მათ, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მინიმუმ 3 თვის წინ გაიკეთა, ვირუსის მძიმე გამოვლინებებისგან თავის ასარიდებლად და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვისთვის, ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია ეძლევათ.
რა არის ბუსტერ დოზა? ვის შეუძლია მისი გაკეთება, როდის და რომელი ვაქცინით?
◻️ კოვიდ-19-ის ბუსტერი არის ვაქცინის დამატებითი დოზა. მისი მიზანია, უზრუნველყოს იმუნიტეტის ხანგრძლივად შენარჩუნება, რომელიც ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბუნებრივად ქვეითდება;
◻️ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 3 თვის შემდეგ;
◻️ ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებს;
◻️ ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი;
◻️ ბუსტერ დოზით ვაქცინაცია შესაძლებელია სამივე ხელმისაწვდომი ვაქცინით, იმის მიუხედავად, თუ რომელი ვაქცინის კურსია უკვე ჩატარებული.
❕ შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ბუსტერ დოზით აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.