13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს! - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე წერს
როთის თქმით, მასთან ერთად თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.
"13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას," - წერს როთი.