არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
“ევროპარლამენტმა ნათლად თქვა თავის რეზოლუციაში და ასევე ამბობს ამ წერილში: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა საბოტირებს საქართველოს ევროპულ მომავალს. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს ფონ კრამონი.