ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია.
"მე მივიღე მოწვევა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანისგან ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ არ მიმიღია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის ღონისძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„ცხადია, ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ არც 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
მედიის ინფორმაციით, პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის დიპლომატები დაესწრნენ.
ევროკავშირში განმარტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს.