სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ არის ვალდებული ყოველწლიურად მიიღოს მონაწილეობა მოსკოვში 9 მაისს ფაშიზმმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„9 მაისს ვესწრებოდი ღონისძიებას {მოსკოვში}, არ მგონია, რომ ყოველწლიურად მივიღო მონაწილეობა, არ მახსოვს ასეთი პრაქტიკა, როცა სომხეთის ლიდერი ყოველწლიურად მონაწილეობდა 9 მაისს. “ – განაცხადა ფაშინიანმა სამშაბათს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, უცნაური იქნება, თუ აღლუმს ყოველწლიურად დაესწრება სომხეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ლიდერი.
ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში გამარჯვების აღლუმს არ დაესწრებიან.