სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO-ს საიუბილეო საღამოს, 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ტრადიციული დაჯილდოებისგან განსხვავებით, წლევანდელ ცერემონიაზე, სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენის გარდა, დააჯილდოვდნენ პარასპორტსმენები და სამხედრო მოსამსახურეები.
გამარჯვებულები გახდნენ:
1. ჭადრაკის ფედერაცია - ნანა ძაგნიძე;
2. კიკბოქსინგის ფედერაცია - ლუკა შონია;
3. რაგბის ფედერაცია - მერაბ შარიქაძე;
4. სამბოს ფედერაცია - ვახტანგ ჩიდრაშვილი;
5. ქართული ჭიდაობის ფედერაცია - ონისე ბუღაძე;
6. ძლიერ მამაკაცთა ფედერაცია - კოტე ჯანაშია;
7. მასრესლინგის ფედერაცია - გიორგი ქვლივიძე;
8. პარაკარატეს ფედერაცია - ჯონი თოფურია;
9. კლასიკური სამჭიდის ფედერაცია - დავით გაბელაია;
10. ბილიარდის ფედერაცია - გიორგი დიმიტრაძე;