ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელი, რომლითაც ის ავსტრალიის ვიზის მეორედ გაუქმებას აპროტესტებდა.
შესაბამისად, დიდია მოლოდინი, რომ უახლოეს საათებში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი დეპორტირებული იქნება ავსტრალიიდან და ვერ შეძლებს ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას.
გარდა ამისა, ჯოკოვიჩს მოუწევს სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.
ჩოგბურთელმა თქვა, რომ "უკიდურესად იმედგაცრუებულია", მაგრამ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე 17 იანვარს უნდა ეასპარეაზა.
15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის მიგრაციის მინისტრმა ვიზა მეორედ გაუუქმა, ჩოგბურთელი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.
შეგასხენებთ, 5 იანვარს, მელბურნში ჩასულ ნოკავ ჯოკოვიჩს ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო. სასაზღვრო სამსახურმა ჯოკოვიჩის ვიზის ანულირება მოახდინა და საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანა.
8 იანვარს, ჯოკოვიჩმა დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 10 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის მოთხოვნა და გააუქმა სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება.
ავსტრალიის ღია პირველობა 17-30 იანვარს არის დაგეგმილი.